logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ევროპისგან ველოდებით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას
- +

26 ოქტომბერი. 2023. 11:56

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროპისგან შორსმჭვრეტელი და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.

 

„ევროპულ ერთა ოჯახში გაწევრიანება ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მართლაც აღსანიშნავია მთავრობის მიღწევები, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადასტურებს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს ევროპული პერსპექტივის ჩათვლით, რომელიც გასული წლის ივნისში დადასტურდა. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროპისგან მოველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამსახურებით მიღწეული იქნას კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება ნამდვილად ჩვენი ხალხისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდება საქართველოს პროგრესი, რაც გზას გაგვიხსნის კანდიდატის სტატუსისკენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner