logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე
- +

9 სექტემბერი. 2016. 18:13


„უახლოეს მომავალში დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენი აზრით, ძალიან ამბიციურია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის დაწყების წინ.


გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე განიხილება ასოცირების შესახებ შეთანხმების და მისი განუყოფელი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა და საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები.


„მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს ასოცირების ამჟამინდელი დღის წესრიგის მოქმედების ვადა იწურება და უახლოეს მომავალში დავიწყებთ ოფიციალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ახალ დღის წესრიგზე. ჩვენ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას და რეფორმების გატარებას, რათა კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს, რაც არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური არჩევანი და ვთვლით, რომ ეს გზა უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას. ეს არის ის შეუქცევადი პროცესი, რაც საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ განსაზღვრეს სხვადასხვა რეფერენდუმებსა თუ გამოკითხვებში", - აღნიშნა პრემიერმა.


მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება არის ერთადერთი, უალტერნატივო და შეუქცევადი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner