logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ქაოსს უფრო დავარქმევდი, ვიდრე რაიმე გადანაწილების პროცესს
- +

26 ოქტომბერი. 2023. 11:35

 

 

„გადალაგებას ვერ დავარქმევდი ამ პროცესს, ეს არის ქაოსი, არის რამდენიმე ნიში დასაკავებელი და მიისწრაფვიან ხელის კვრით, იდაყვების კვრით, ჯაჯგურით, თითოეული სუბიექტი ამ რადიკალური ოპოზიციისა, რომ ეს ნიშები ამოავსონ როგორმე და მოიზიდონ მხარდაჭერა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ოპოზიციურ სპექტრში არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

„არიან ისეთებიც, ვინც ავრცელებს ხმას, თითქოს „ქართულ ოცნებასთან“ არის რაიმე კავშირში და ასეთ ხმას მაგალითად ავრცელებს „ნაცმოძრაობა“, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენკენ გადმოისროლოს და გახარიას ეფექტით იმოქმედოს და აიღოს ხმების გარკვეული რაოდენობა. არიან ხალხი, ვინც ცდილობს, რომ საზოგადოების გარკვეული ელიტარული ნაწილი მოიზიდონ მხარდამჭერებად და მათი ცნობადი სახეების მეშვეობით, მოიზიდონ კიდევ დამატებით მხარდამჭერები. არის თემები, რომლებიც ეხება რევოლუციური პროცესების განვითარებას და ეს ძირითადად სააკაშვილის ფლანგია. ასევე, ის ფლანგი, რომელსაც აფინანსებს დავით კეზერაშვილი. მათ შორის წინააღმდეგობებიც რეალურია, სახეზეა, ასე რომ, მე ქაოსს უფრო დავარქმევდი, ვიდრე რაიმე გადანაწილების პროცესს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner