„ეს არის რაღაც პოლიტიკური აჯაფსანდალი, თანაც ეს აჯაფსანდალი მზადდება ვადაგასული ინგრედიენტებისგან. დიასახლისი რომ დაიწყებს ამ კერძის დამზადებას და ხელში რომ მომპალი ბოსტნეული შერჩება, ვადაგასული, გადასაგდებად გამზადებული. ასეა ამ ადამიანების საქმე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს.
გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, როგორც ეშმაკს ეშინია ჯვრის, ისე ეშინია ჩვენს ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის.
„გაუგებარი სრული პოლიტიკური აჯაფსანდალი, ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს, ვინ ვის უნდა დაუპირისპირდეს, ვინ ვის ნიშანი მოუგოს, გალანძღოს, შეურაცყოფა მიაყენოს. ეს გადაძახილი, წყევლა-კრულვა და ჟივილ-ხივილი არამარტო „ნაცმოძრაობაში“ ხდება, არამედ სხვა პარტიებშიც. თანაც სტატუსთან დაკავშირებული ნათელი სურათი ჩამოყალიბებული და მოლოდინი ოპტიმისტური ჩვენი მხრიდან, ამ ადამიანებს საერთოდ უკარგავს უნარს პოლიტიკური მოთმინებისა, გამჭრიახობისა. როგორც ეშმაკს ეშინია ჯვრის, ისე ეშინია ჩვენს ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.