logo_geo
eng_logo
კასპში კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

26 ოქტომბერი. 2023. 12:53

 

 

კასპში კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს.

 

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილეებთან  და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

შენობაში ამჯერად ლესვითი, ელექტრო  და ცენტრალური გათბობის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

კულტურის სახლს რეაბილიტაცია ათეული წლების განმავლობაში არ ჩატარებია. პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება სამუშაო და სამეცადინო პირობები ასევე   დაიტვირთება ფუნქციონალურად.

 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 775 777 ლარით ფინანსდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner