საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრები წარადგინა. ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა.
„სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის მინისტრის ოსტებს ჩაიბარებენ ლევან დავითაშვილი და ილია ელოშვილი. მათ საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ისინი დღემდე მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდნენ... მოხარული ვარ, რომ პროფესიონალ და ღირსეულ ადამიანებს წარვადგენ ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე. მინდა ვუსურვო მათ წარმატებები და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მინისტრებს, რომლებიც დღეს ჩაერთვნენ საარჩევნო პროცესში. ორივე მათგანს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებით გაართმევენ თავს ამ ამოცანებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა ახალი მინისტრების წარდგენაზე.
ელოშვილი და დავითაშვილი დღემდე შესაბამისად, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდნენ.