„საქართველოს ბანკი“, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind-ის ღონისძიებების სერია იწყება, რომელიც 27 ოქტომბერს „თბილისი მერიოტში“ გაიმართება. ღონისძიებას BigPay-ის CTO-ს საიმონ ვანს-კოლინა უმასპინძლებს.
საიმონ ვანს-კოლინა ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს. ასევე, შეხვდება სტარტაპ დამფუძნებლებს და მათთან საბანკო მომავლის შესახებ ისაუბრებს.
საიმონი მსოფლიოში ცნობილი ციფრული ბანკის, Monzo-ს დამფუძნებელი და გუნდის წევრი გახლდათ, ის ხელმძღვანელობდა ღია ბანკინგის ოპერაციებს და ასევე იყო ღია ბანკინგის სამუშაო ჯგუფის (Open Banking Working Group) წევრი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ღია ბანკინგის მომავალი განსაზღვრა. Monzo-ს შემდეგ ის სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში ციფრული ბანკის - Big Pay-ის თანადამფუძნებელი და CTO გახდა, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.
სპიკერის გამოსვლის შემდეგ ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება თემაზე: საბანკო საქმიანობის მომავალი და „შემდეგი თაობის“ Fintech. დისკუსიაში მონაწილეობას „საქართველოს ბანკის“ ვირტუალური აქტივების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი გვაზავა მიიღებს.
ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მასზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს.