logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია
- +

9 სექტემბერი. 2016. 18:22


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა „პრიორიტეტებში"  საუბრისას განაცხადა, რომ საარჩევნი სიის შედგენა ძალიან რთული პროცესია და ის, რომ სწორად შეადგინო სია და თან შენს პარტიაში მყოფ ადამიანებს გული არ დასწყდეს პარტიის თავმჯდომარის დიდ სიბრძნეზე მეტყველებს. როგორც გადაცემა „პრიორიტეტებში" ინაშვილმა განაცხადა, ქალთა სახეების წარმოდგენა პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია.


„ნებისმიერი პარტიისთვის სიაზე მუშაობა ძალიან რთული პროცესია, იმიტომ რომ  სიაზე მუშაობა ნიშნავს კრიტერიუმებზე ფიქრს, იმას, რომ შენს თანამებრძოლებს გული არ ატკინო ახალშემოერთებულ თანამოაზრეებს და სწორად დააბალანსო ვითარება. ამაშია პარტიის თავმჯდომარის სიბრძნე, რომ ძალიან ფრთხილად და ფაქიზად მოეპყრას სიაზე მუშაობას, რომ ამ პროცესმა არ დაანგრიოს პარტია.

 

ჩვენ ვხვდებით ისეთ ფაქტებს, როდესაც ადამიანები ტოვებენ  წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს და გაერთიანებებს. ეს ბუნებრივი პროცესია, განსაკუთრებით ქართული პოლიტიკის სინამდვილეში.

 

როცა ჩვენ ვმუშაობდით სიაზე, ვითვალისწინებდით იმას, რომ უყურადღებოდ არ დაგვეტოვებინა ადამიანები, რომლებთან ერთადაც ჩვენ გავიარეთ სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირების უმძიმესი პერიოდი.

 

ამავდროულად ჩვენ ვფიქრობდით, რომ სიაში წარმოდგენილი ყოფილიყვნენ მცოდნე, ზნეობრივი ადამიანები. ადამიანები, რომელთაც აქვთ საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.  ამ კრიტერიუმებით შედგა ჩვენი საარჩევნო სია.

 

ჩვენს სიაში რამდენიმე ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ის, რომ პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი, რომელიც საპარლამენტი სიაში წარმოდგენილი არ არის, აჭარაში, უმაღლესი საბჭოს სიის პირველი ნომერი იქნება. ეს ძალიან კარგი პრეცედენტია ქართული პოლიტიკის რეალობაში. ჩვენ ვიცით, რომ ყველა პარტიის თავმჯდომარე საპარლამენტი სიაშია, ამით ჩვენი პარტიის ლიდერმა ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა, როდესაც მან გადაინაცვლა აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ ნომრად.

 

ჩვენი საარჩევნო სიის თავში სამი მანდილოსანია წარმოდგენილი, მე - ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე. ჩვენს მიერ წარმოდგენილი სიის შემადგენლობაში მანდილოსნები ძალიან მრავლად  არიან წარმოდგენილი და მე ამით ვამაყობ.  მე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, სტიმულს ვაძლევ ახალი სახეების წინ წამოწევას, განსაკუთრებით ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner