logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ნული რეიტინგის მქონე სალომეს რომ ღალატის ფორმულა გახარიას და დეგნანის ფრეილინა ლომჯარიას დაუმატებ, რა უნდა მიიღო?
- +

26 ოქტომბერი. 2023. 15:22

 

 

„გახუნებულ ოპოზიციურ პალიტრას რომ სახე შეუნარჩუნოს, გლობალურმა ომის პარტიამ ახალი სქემა დახატა სათამაშო დაფაზე და შესაბამისად, ოპოზიციონერი თოჯინების გადაადგილების დროც დადგა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ქადაგიძის თქმით, როგორც ჩანს, გარე აქტორებმა რიტორიკა შეცვალეს და ბოლო ფსონი: ზურაბიშვილ-გახარია-ლომჯარიაზე დაიდო, იქნებ ამ პროექტმა მაინც გაამართლოსო.

 

„სტატუსით ვაჭრობას ყავლი გაუვიდა. დეკემბერში უარყოფითი პასუხის შემთხვევაში არც რევოლუცია მოხდება და არც პოლიტიკური კრიზისი, რისი მცდელობებიც იყო ამ ერთი წლის განმავლობაში.

 

უფრო მეტიც, დასავლეთის მხრიდან უსამართლობის დემონსტრირება, თვითონ დასავლეთს დააზიანებს და მისი, როგორც არასანდო პარტნიორის იმიჯს საბოლოოდ დაამკვიდრებს ქართულ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარეა, რომ რიტორიკა შეცვალეს როგორც გარე აქტორებმა, ასევე ჩვენმა უსამშობლო ბენეფიციარებმა და „თეთრყვავობაში“ ეჯიბრებიან ერთმანეთს.

 

ზოგი ღიად დაუპირისპირდა თანაპარტიელებს და სტატუსის მიღების საბოტირებაში დაადანაშაულა, ხოლო სხვებმა ახალი სიბრძნე მოიფიქრეს სტატუსს მოგვცემენ, ოღონდ ქართული საზოგადოების დამსახურებისთვისო… მოკლედ, სრულად გამარგინალებას, ერთმანეთზე გადავლა ამჯობინეს და დაიწყეს თავის მართლება, რომ ისინი სუფთები არიან, ოღონდ სხვა ოპოზიციონერები აშავებენ. გახუნებულ ოპოზიციურ პალიტრას რომ სახე შეუნარჩუნოს, გლობალურმა ომის პარტიამ ახალი სქემა დახატა სათამაშო დაფაზე და შესაბამისად, ოპოზიციონერი თოჯინების გადაადგილების დროც დადგა. ვაშაძე-ხაბეიშვილის დუეტი იმაზე ბითური აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ, ხოლო ლЯკა ხოშტარიასა და ჯაფარიძის რუს-შარვალჩახდილთა ტანდემი - უნიათო.

 

„ლელოს“ თაღლითთა გილდიამ, ვერაფერი მოახერხა და ბოლო ფსონი ზურაბიშვილ-გახარია-ლომჯარიაზე დაიდო, იქნებ ამ პროექტმა მაინც გაამართლოს. სოლიდურობისთვის, ყველა პატრონისმაძიებელ და „გამოგირჩებულ“ პოლიტიკოსს მიაკედლებენ, რომ ძლიერი იმიჯის იმიტაცია შექმნან, თუმცა… უსამშობლოთა ახალი ტრიო, იმაზე მკვდრადშობილი პროექტია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ნული რეიტინგის მქონე სალომეს რომ ღალატის ფორმულა გახარიას და დეგნანის ფრეილინა ლომჯარიას დაუმატებ, რა უნდა მიიღო? აქ-იქ ბესელია, ელისაშვილი, გირჩები და პატრონმაძიებელი ელემენტების დამატებით არაფერი ემატება, თუ არ დააკლდა… მოკლედ ნულს ნული, უდრის ნულს!“ - წერს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner