შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის, ახლადშექმნილი დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლევან დარახველიძე დაინიშნა. ამ დრომდე მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ლევან დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან დარახველიძე დღეს წარადგინა. ვახტანგ გომელაურმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა.