logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ქუთაისის, ვანისა და ბაღდათის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
- +

26 ოქტომბერი. 2023. 17:40

 

 

„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე, ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე, ასევე ბიუროს წევრები აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დღესვე, ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები ვანსა და ბაღდათში გამართულ კონფერენციებზე აირჩიეს.

 

ვანის ორგანიზაციას ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ლილუაშვილი უხელმძღვანელებს; ბაღდათის ორგანიზაციას - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ენუქიძე.

 

სამი დღის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარის ცხრა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner