ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის მიზნით, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა.
ირაკლი ჭეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის მესამე ნომრია.
„მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი იმ საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის თერთმეტი წევრი არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქის პოლიტიკური სპექტრის საუკეთესო წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ ამ საკრებულოში", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა ბრიფინგზე.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძე შეასრულებს.