logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: გრძელდება შეხვედრები იმ ქვეყნებთან, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით
- +

26 ოქტომბერი. 2023. 19:50

 

"გრძელდება შეხვედრები იმ ქვეყნებთან, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით. იმ ქვეყნებთან გვქონდა შეხვედრები, ვინც თავს იკავებს რეზოლუციების მხარდაჭერისგან გაერო-ში ან ამ რეზოლუციებს მხარს არ უჭერენ. მათ ავუხსენით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რეზოლუციებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად საერთაშორისო სამართლის წესრიგისა და საბოლოო ჯამში თითოეული ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ყველა შეხვედრაზე გამოირიცხა არაღიარების პოლიტიკიდან რაიმენაირი გადახვევა.

 

 

იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყნები საკუთარ პოზიციას დადებითისკენ შეცვლიან და გაერო-ში უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება. საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რატომ არის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი. მხარდაჭერის ან არდაჭერის საფუძვლები სხვადასხვა გავლენებია, რაც შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანაზე იყოს. ჩვენ საბოლოო ჯამში ვხსნით, საერთო სიკეთისთვის თუ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას და ამ კონტექსტში რეზოლუციის მხარდაჭერას. მყარი მხარდაჭერა მივიღეთ იმ ქვეყნებისგან, რომელთაც ბოლო პერიოდში პოზიტიურისკენ შეცვალეს წინა გადაწყვეტილება და გაერო-ში საქართველოზე რეზოლუციას მხარი წელს პირველად დაუჭირეს. დაპირება მივიღეთ, რომ აპირებენ, გააგრძელონ რეზოლუციისთვის ხმის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ მიღწევები, რომელიც გვაქვს, შენარჩუნდეს და განმტკიცდეს. რაც შეეხება არაღიარებას, მიუხედავად იმისა, რეზოლუციის მიმართ როგორი პოზიცია აქვთ ხოლმე, მყარი გარანტია მივიღეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და არაღიარების პოლიტიკის არდარღვევის. ეს არის მთავარი განმსაზღვრელი ნაწილი ჩვენი საუბრის. გარდა იმისა, რომ რეზოლუციის მხარდამხარ იყო, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას და ამ მხრივ ყველა შეხვედრაზე სრული მხარდაჭერა დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყველა შეხვედრაზე გამოირიცხა არაღიარების პოლიტიკიდან რამენაირი გადახვევა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner