საქართველოს საპატრიარქო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს.
როგორც ილია მეორე განცხადებაში აღნიშნავს, დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის.
„დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის. ჩვენც, ჩვენის მხრივ, დღეყოველ შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მოანიჭოს წმინდა მიწას, მის მკვიდრთ და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“, - ნათქვამია განცხადებაში