logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ბაჰამის კუნძულების სენატის პრეზიდენტს შეხვდა
- +

26 ოქტომბერი. 2023. 19:54

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობის სენატის პრეზიდენტ ჯული ადერლის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 



მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ბაჰამის მხარეს საპარლამენტთაშორისო კავშირში წევრობა მიულოცა.

 

 

აგრეთვე, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს პოზიციების მხარდაჭერისთვის.

 


შეხვედრაზე საქართველოს და ბაჰამის პარლამენტების თავმჯდომარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის, კონფლიქტები და კლიმატის ცვლილება.

 

 

აგრეთვე, ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დონეზე.
ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის ისტორიაში პირველი შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

 



საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner