„მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ იმ დიდი გეგმების განსახორციელებლად, რომელსაც რეგიონში ვგეგმავთ. ვამაყობ, რომ წარმოვადგენ „ქართულ ოცნებას", ერთადერთ სამართლიან, პროგრესულ და ადამიანზე ორიენტირებულ ძალას, რომელმაც თქვენთან ერთად, თითქმის შეუძლებელი შეძლო და ქვეყანა განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა. მე წარმოვადგენ ძალას, რომელიც არასდროს გადააბიჯებს ადამიანის ღირსებას და სწორედ მისი კეთილდღეობაა მთავარი მიზანი", - ამ სიტყვებით მიმართა მესტიის 6 სოფლის ამომრჩეველს რაჭა- ლეჩხუმისა და სვანეთის, ხუთი გაერთიანებული ოლქის, მაჟორიტარობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ შეკრებილ მოსახლეობას.
დიზის, ნაკრას, ლახამულას, ხევრას, ჰამაშის და თოთალეშის ამომრჩეველთან შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. შეხვედრაზე, რომელმაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად მიმოიხილა სოფლებში არსებული და გადასაჭრელი საკითხები.
გოჩა ენუქიძე პრობლემების გადაჭრის გზების გადაწყვეტას ერთობლივ, თანამშრომლობაზე დამყარებულ ურთიერთობაზე გეგმავს.
„ერთად შევქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ერთად დავძლიოთ ჩვენი მაღალმთიანი რეგიონის ყველა გამოწვევა, ერთად დავუბრუნოთ მთას ახალგაზრდობა და სიცოცხლე! ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას!"- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.