logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი კაბო ვერდეს რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

26 ოქტომბერი. 2023. 22:18

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კაბოვერდეს რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე აუსტელინოკორეიას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 



მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კაბო ვერდეს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და გაეროში საქართველოს მხარდაჭერისთვის.

 

 

აუსტელინო კორეიამ ხაზი გაუსვა, რომ კაბო ვერდე გააგრძელებს აღნიშნულ პოლიტიკას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და საერთო ფასეულობების გათვალისწინებით.

 



შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გააქტიურების და გაფართოების მზაობა.

 



შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner