ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლიორ ჰაიატმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევა უხამსი ნაბიჯია, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ჰამასის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ.
"ჰამასი" "ისლამურ სახელმწიფოზე" უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. "ჰამასის" მაღალჩინოსნებს ხელები სისხლსი აქვთ გასვრილი. [...] ისრაელი "ჰამასის" მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას უხამს ნაბიჯად მიიჩნევს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და აკანონებს "ჰამასის" ტერორისტების სისასტიკეს", - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების სპიკერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააძევოს ქვეყნიდან "ჰამასის" ლიდერები.