logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: დაიხვეწება საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები
- +

9 სექტემბერი. 2016. 18:30


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამას აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი პუნქტი იმ მნიშვნელოვან რეფორმებს ეხება, რომლის გატარებასაც „ქართული ოცნება" კაპიტალური ბაზრის განვითარებისთვის გეგმავს.


„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მისაღწევად, განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

 

- ხელი შეეწყობა კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, რაც გამორიცხავს ბაზრის ცალკეული სეგმენტების, ინსტრუმენტების ან მონაწილეების დისკრიმინაციას, უპირატეს ან მონოპოლურ მდგომარეობაში ჩაყენებას. სახელმწიფო და კაპიტალის ბაზრის რეგულატორები უზრუნველყოფენ სამართლიანობის პრონციპებზე დაფუძნებული ბაზრის მონაწილეთა ღია და გამჭვირვალე საქმიანობას;

 

- დაიხვეწება შესაბამისი საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები. აღნიშნული ცვლილება მოიაზრებს საგადასახადო სისტემის უფრო მეტად ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულობას, ასევე სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის თანაბარ პირობებში ჩაყენებას;

 

- ხელი შეეწყობა მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლებას;

 

- დაიხვეწება მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის გარანტიები. მაქსიმალურად დაცული იქნება წვრილი და გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების ინტერესები, რაც კაპიტალის ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მარეგულირებლის, საგანმანათლებლო, კორპორაციული მართვის და ფინანსური აღრიცხვიანობის საკითხებს.

 

მომდევნო წლებში, განხორციელებული რეფორმის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბებული კაპიტალის ბაზარი იქნება რესურსების მოზიდვის მაღალეფექტიანი წყარო. იგი ბაზრის ყველა მონაწილეს მისცემს საშუალებას, მიიღოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საფინანსო მომსახურების სრული სპექტრი. ამასთან, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული მარეგულირებელი გარემო უზრუნველყოფს მაღალი დონის სანდოობასა და ინვესტორთა დაცულობას", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner