logo_geo
eng_logo
ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინის მხარდაჭერაზე: დაღლილობის უფლება არ გვაქვს
- +

26 ოქტომბერი. 2023. 23:56

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.

 

 

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეგიონებში არის სხვა ცხელი წერტილები. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი და არ გვაქვს დაღლილობის უფლება", - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

 

 

ნაუსედას თქმით, უკრაინის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც „ზოგიერთი ქვეყანა თავისებურ დიპლომატიას იყენებს“ რუსეთის რეჟიმთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner