logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ის, რომ უმაღლესი დონის მხარდაჭერა გვაქვს, ამ ხელისუფლების დამსახურებაა
- +

27 ოქტომბერი. 2023. 00:07

"ის, რომ უმაღლესი დონის მხარდაჭერა გვაქვს, ამ ხელისუფლების დამსახურებაა, ამ ხელუხლების პოლიტიკის შედეგია. ის, რომ უმაღლესი შეფასებები გვაქვს და რეფორმების ნაწილში, წინ ვართ, როგორც უკრაინა, მოლდოვა და სხვა კანდიდატი სახელმწიფოები, ეს ჰაერიდან არ მოსულა. ეს არის წლებით დაგროვილი ნამუშევრის შედეგი," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი არჩევანი, ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის არჩევანია და ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი.

 

 

„ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი არჩევანი, ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის არჩევანია და ეს კონსტიტუციაშია ჩაწერილი. კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება არსებით არ შეცვლის ჩვენს გეზს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მაშინ, როდესაც ევროკავშირი მზად იქნება საქართველო წევრობისთვის. მაგრამ მნიშვნელოვანია და სწორია, რომ ყველამ კარგად და ზუსტად შეაფასოს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვგულისხმობ, საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეებს და ზოგადად მთლიანად საქართველოს, რომ სწორი შეფასება მიიღოს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner