logo_geo
eng_logo
ერდოღანი: ისრაელის მიერ ღაზაზე თავდასხმებმა დიდი ხანია გადალახა თავდაცვის წერტილი
- +

27 ოქტომბერი. 2023. 00:55

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაცია სისასტიკედ იქცა.

 

 

"ღაზაზე თავდასხმებმა დიდი ხანია გადალახა თავდაცვის წერტილი. ახლა ეს არის ჩაგვრა, სისასტიკე, ხოცვა-ჟლეტა და ბარბაროსობა", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

 

"რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს? რამდენი ბავშვი? რა გათვლაა [თქვენთვის] საკმარისი?" - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროკომისია და გაერო ჰუმანიტარული პაუზის და არა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner