თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაცია სისასტიკედ იქცა.
"ღაზაზე თავდასხმებმა დიდი ხანია გადალახა თავდაცვის წერტილი. ახლა ეს არის ჩაგვრა, სისასტიკე, ხოცვა-ჟლეტა და ბარბაროსობა", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
"რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს? რამდენი ბავშვი? რა გათვლაა [თქვენთვის] საკმარისი?" - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროკომისია და გაერო ჰუმანიტარული პაუზის და არა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნისთვის.