ვროპის ცენტრალური ბანკი დიდ ყურადღებას აქცევს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ ეკონომიკურ რისკებს, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა.
"ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით იმ ეკონომიკურ შედეგებს, რაც შეიძლება მოჰყვეს [კონფლიქტს], იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი ზეგავლენა ენერგოფასებზე, ან ნდობის დონეზე, რომელსაც ეკონომიკური აქტორები ავლენენ", - აღნიშნა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა.