„მსგავსი ფორუმები კარგი შესაძლებლობაა, რომ თავისი თვალით ნახონ ჩვენმა პარტნიორებმა ის შესაძლებლობები რაც საქართველოს აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ კომენტირებისას განაცხადა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს საქართველოს როლი ამ რეგიონში და როგორ შეიძლება შეასრულოს საქართველომ დამაკავშირებელი ხიდის როლი აზიასა და ევროპას შორის. რა თქმა უნდა, მსგავსი ფორუმები კარგი შესაძლებლობაა, რომ თავისი თვალით ნახონ ჩვენმა პარტნიორებმა ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს აქვს და რაც შეიძლება ჰქონდეს სწორედ ამ პოლიტიკის განხორციელებაში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.