„არა რუსულ კანონს!“ დემოკრატიის დროშა - ზელენსკი და მისი ტარი - არახამია კორუფციასთან ბრძოლას იწყებენ“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენის დაანონსებას.
მისი თქმით, უკრაინის სასამართლო NGO-სექტორს გადაუფორმა ზელენსკის მთავრობამ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ალბათ ოლიგარქი მეგობრები უნდა ჩააყენოს.
„არა რუსულ კანონს!“
დემოკრატიის დროშა - ზელენსკი და მისი ტარი - არახამია, კორუფციასთან ბრძოლას იწყებენ…
ნეტა, ის გლუვტვინიანი ჟურნალისტები და ქართველი ზელენსკომანები მარტში ვენებს რომ იჭრიდნენ, რას იტყვიან, უკრაინის შემთხვევაში პრევენცია იქნებაო?!
ისე, უკრაინის სასამართლო NGO-სექტორს გადაუფორმა ზელენსკის მთავრობამ და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვინ უნდა ჩააყენოს ავანგარდში - მეგობარი ოლიგარქები?
ძალიან მაინტერესებს, ქართველი გლუვტვინიანი ზელენსკომანები რა გამართლებას მოუძებნიან?“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.