logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: დემოკრატიის დროშა - ზელენსკი და მისი ტარი - არახამია კორუფციასთან ბრძოლას იწყებენ
- +

27 ოქტომბერი. 2023. 11:07

 

 

„არა რუსულ კანონს!“ დემოკრატიის დროშა - ზელენსკი და მისი ტარი - არახამია კორუფციასთან ბრძოლას იწყებენ“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენის დაანონსებას.

 

მისი თქმით, უკრაინის სასამართლო NGO-სექტორს გადაუფორმა ზელენსკის მთავრობამ და კორუფციის წინააღმდეგ  ბრძოლაში ალბათ ოლიგარქი მეგობრები უნდა ჩააყენოს.

 

„არა რუსულ კანონს!“

 

დემოკრატიის დროშა - ზელენსკი და მისი ტარი - არახამია, კორუფციასთან ბრძოლას იწყებენ…

 

ნეტა, ის გლუვტვინიანი ჟურნალისტები და ქართველი ზელენსკომანები მარტში ვენებს რომ იჭრიდნენ, რას იტყვიან, უკრაინის შემთხვევაში პრევენცია იქნებაო?!

 

ისე, უკრაინის სასამართლო NGO-სექტორს გადაუფორმა ზელენსკის მთავრობამ და კორუფციის წინააღმდეგ  ბრძოლაში ვინ უნდა ჩააყენოს ავანგარდში - მეგობარი ოლიგარქები?

 

ძალიან მაინტერესებს, ქართველი გლუვტვინიანი ზელენსკომანები რა გამართლებას მოუძებნიან?“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner