„ეს არის ფორუმი, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს გეოსტრატეგიული როლის გაძლიერებაზე, როგორც აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ სახელმწიფოზე“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ შეფასებისას განაცხადა.
„ნათლად წარმოაჩინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ის არსებითი მნიშვნელობა, რომელიც გააჩნია საქართველოს რეგიონში. რეგიონში, რომელიც უნდა გახდეს დამაკავშირებელი. ამავდროულად, მე ვთვლი რომ ეს ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.