„ჩვენი სექტანტების ურთიერთგანადგურების ფონზე საკმაოდ ლოგიკური სვლაა, წმინდა „ლუსულ“ სტილში: „რაზ პაშლა ტაკაია პიანკა“, - ასე ეხმაურება, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენის დაანონსებას.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არახამიას ეს განცხადება ცინიზმის და უსინდისობის ზედოზირებაა და აქვე, იხსენებს რომ მსგავსი კანონის მიღების მცდელობისთვის საქართველოში „მაიდანს“ აპირებდნენ.
„სარაკეტო დარტყმა მიაყენა ჩვენს „ალა-ლუსულ-კანონისტებს“ ნახევრად ოკუპირებული უკრაინიდან.
ჩვენი სექტანტების ურთიერთგანადგურების ფონზე საკმაოდ ლოგიკური სვლაა, წმინდა „ლუსულ“ სტილში: „რაზ პაშლა ტაკაია პიანკა“. ყოველდღე, რაღაც გვიკვირს და მიღებული პოპკორნის ოდენობას ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება. დაახლოებით კი ხვდები, ხვალ რა ელით, მაგრამ ამ დონის ცინიზმი და უსინდისობა მაინც ზედოზირებულია. აი ესენი ჩვენს იგივე მცდელობაზე „მაიდანს“ გვიპირებდნენ. ასე კომპლექსურად თუ დაიმსხვრეოდა მათი ტაქტიკა და სტრატეგია, ვერც კი წარმოვიდგენდით.
კორპორაციულად უნდა მოვსპოთ, გაქცევისა და მიმალვის საშუალებაც არ უნდა მივცეთ. დღესვე თუ შეუკვეთავენ თავის პატრონებთან გასაქცევ ავიაბილეთებს ქუთაისიდან, მოგებაში დარჩებიან. სადღაც 69 ლარი დაუჯდებათ!“ - წერს ქართველიშვილი.