logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ მნიშვნელოვანი საპენსიო რეფორმის გატარებას გეგმავს
- +

9 სექტემბერი. 2016. 18:44


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამას აქვეყნებს, სადაც საუბარია საპენსიო რეფორმაზე, რაც გულისხმობს კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას.


„ქართული ოცნება" გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. აღნიშნული რეფორმა კაპიტალის ბაზრის შედარებით ფართო რეფორმის შემადგენელი კომპონენტია, ვინაიდან იგი ხელს უწყობს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წარმოქმნას.

 

საპენსიო რეფორმის უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, აgრეთვე არსებული სოციალური სისტემის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება. ფისკალური სტაბილურობის გათვალისწინებით, კერძო დაგროვებითი პენსია ოპტიმალური მოდელია საპენსიო უზრუნველყოფის ადეკვატურობის გაუმჯობესების კუთხით.

 

კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება.

 

გარდა ამისა, კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას აქვს ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი. კერძო დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მობილიზებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და საბოლოოდ, დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.

 

რეფორმას ექნება შემდეგი ეკონომიკური ეფექტი:

 

- რეფორმის განხორციელება რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელს გაზრდის დამატებით 0,4-0,6%-ით. დამატებითი კაპიტალის გაჩენა ეკონომიკაში ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილიდან, რომლის შექმნასაც „ქართული ოცნება" გეგმავს, 10-15 ათასი ადგილი მხოლოდ ამ რეფორმის შედეგად შეიქმნება;

 

- რეფორმის შედეგად, ქვეყანაში ლარში დენომინირებულ სესხებზე გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები დაახლოებით 2%-ით შემცირდება. საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შემცირება, ერთი მხრივ, სტიმულს მისცემს მეწარმეებს, განახორციელონ დამატებითი ინვესტიციები და გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი, ხოლო, მეორე მხრივ, გაიზრდება ეროვნული დანაზოგების გრძელვადიანი მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკაში, რაც ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner