კასპის მუნიციპალიტეტში ზემო ხანდაკი-ხოვლეს-ადგილობრივი მნიშვნელობის გზიდან, სოფელ კალოუბანთან მისასვლელ გზაზე ასფალტის პირელი ფენის დაგების სამუშაოები დაიწყო.
ასფალტის დაგების მიმდინარეობსა მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1 500 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება, რომელზეც აქამდე ასფალტი არასდროს ყოფილა.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 758 737 ლარის ფარგლებში ხორციელდება.
გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორცილებს.
ადგილობრივ მოსახლეობას ამ დრომდე, გადაადგილება გრუნტიან გზაზე უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.