logo_geo
eng_logo
შსს: რუსეთის არმიის წევრი ანა ლაკობა უკრაინის მოქალაქის პასპორტით საქართველოში შემოვიდა 2018 წელს და ქვეყანა ამავე წელს დატოვა
- +

27 ოქტომბერი. 2023. 12:18

 

 

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება“, - ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

 

უწყების ცნობით, აღნიშნული პიროვნება საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე განვმარტავთ, რომ უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე Ganna ILYasova რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა, საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს. აღნიშნულმა მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ისარგებლა უკრაინის რესპუბლიკის მიერ გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტით. 2018 წლის შემდეგ, პიროვნებას აღნიშნული პირადი მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. აღნიშნული მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთის დროს არსებული სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner