logo_geo
eng_logo
შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
- +

27 ოქტომბერი. 2023. 14:40

 

 

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.

 

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მთლიანად განხორციელებულია, დარჩენილია მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება.

 

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე, ერთი დღის განმავლობაში, დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ  შეიზღუდება.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner