logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შეძლეს საზოგადოების დიდი ჯგუფი დაერწმუნებინათ აბსურდში, რომ თითქოს, ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს
- +

27 ოქტომბერი. 2023. 15:06

 

 

“მგონია, ყველამ გააცნობიერა უკვე, რომ მარტში რაც ჩატარდა, ეს იყო დიდი აფერა. საქართველოში შეძლეს საზოგადოების დიდი ჯგუფი დაერწმუნებინათ აბსურდში, რომ თითქოს, ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლობირების შესახებ დავით არახამიას მიერ დაანონსებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ხანდახან თავად დონორებსაც კი არ აქვთ სრული სურათი, თუ რაში მიდის მათი ფული.

 

ჩვენ დღეს ვატყობთ, რომ ამ სექტორში გამჭვირვალობა ძალიან დაბალია. ვხედავთ, როგორ შემოდის უცხოური ფული. ვხედავთ, როგორ უკონტროლოდ იხარჯება ის იმ მხრივ, რომ ხანდახან თავად დონორებსაც კი არ აქვთ სრული სურათი, თუ რაში მიდის მათი ფული. სამწუხაროდ, გვახსოვს მაშინ იგივე უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ომის თემებით ყოფილიყვნენ დაკავებული, რატომღაც იცლიდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის. თუკი ახლა შეიცვალეს აზრი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და თუკი ასეთი ინიციატივა აქვთ, მე ვურჩევდი მათ განიხილონ, მიიღონ. მთავარია, ეს იყოს იმ სტანდარტებში, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებდით, ადამიანის უფლებების სტანდარტებით. იმედია, არ დაარღვევენ ამ სტანდარტს, ისე მიიღებენ ამ კანონს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner