„ეს დესტრუქციული ძალა, ქართულ პოლიტიკაში ბოლო დღეებს ითვლის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი ძალიან დიდი სირცხვილი. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, დაწყებული სააკაშვილიდან, დამთავრებული ხაბეიშვილით, მით უფრო უკეთესი იქნება, რადგან ეს დასკვნის გამოტანას გაუადვილებს როგორც ჩვენს საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს საქალაქო სასამართლოში „7 ნოემბრის საქმეზე“ გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ აქტიურად ერევა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში და სწორედ მან გააგზავნა ამერიკაში გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა და პეტრე ცისკარიშვილი და ევროპაში სოფო ჯაფარიძე იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებს ესაუბრონ.