logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი "ქართული ოცნების" პირობებში არ მიიღოს
- +

27 ოქტომბერი. 2023. 17:50

 

 

რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი "ქართული ოცნების" პირობებში არ მიიღოს, რადგან ეს მათ გამოაცლის მთავარ სასპეკულაციო თემას”, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

ვოლსკის თქმით, ოპოზიციას ამ თემით უნდა ხალხის ქუჩაში გამოყვანა, რათა სისხლისღვრა და დესტაბილიზაცია მოაწყონ.

 

"რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელსაც პარტიული არაფერი აღარ აცხია და ეს რევოლუციური კომიტეტია, მთავარია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში არ მიიღოს ქვეყანამ სტატუსი, ვინაიდან ეს მათ გამოაცლის მთავარ სასპეკულაციო თემას და ამით ებრძვიან ქვეყანას. ამ თემით უნდათ ხალხის ქუჩაში გამოყვანა, რათა სისხლის ღვრა და დესტაბილიზაცია მოხდეს. თუ საქართველო სტატუსს მიიღებს, ეს მთავარი თემა გამოეცლებათ და დარჩებიან იგივე ნულზე, რითაც თავიდან დაიწყეს. პოლიტიკურ კონიუნქტურას აძლიერებს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსების სირბილი ბრიუსელის დერეფნებში, არამედ იქ ვინც ხვდებიან იმათი შეხედულებებიც" - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner