logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: სანდოობის ფაქტორით თბილისი არის მაგალითისა და ტონის მიმცემი როგორც სომხეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის და ამ შესაძლებლობას ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ
- +

27 ოქტომბერი. 2023. 18:24

 

 

სანდოობის ფაქტორით თბილისი არის მაგალითისა და ტონის მიმცემი როგორც სომხეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის და ამ შესაძლებლობას ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ საქართველო, თბილისი არის რეგიონული ცენტრი, როგორც გეოგრაფიული, ისე პოლიტიკური, ეკონომიკური მნიშვნელობით და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ერთგვარი შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. შეხვედრა, რომელიც შედგა ცოტა ხნის წინ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის თითოეული ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისთვის და ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სანდოობის ფაქტორით თბილისი არის მაგალითისა და ტონის მიმცემი როგორც სომხეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის და ამ შესაძლებლობას ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner