ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია.
კატასტროფის შემდეგ ესპანეთიდან პორტუგალიის მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა შეწყდა. ავარიის დროს მატარებელში 60 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად ადგილზე მაშველები მუშაობენ. კატასტროფის მიზეზები უცნობია.