logo_geo
eng_logo
გურამ გურამიშვილმა რუმინელ კოლეგასთან შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილა
- +

27 ოქტომბერი. 2023. 18:48

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ადრიან ფოგის შეხვდა და მასთან შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილა.

 

შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებაზე ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების ფარგლებში. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუმინეთის მნიშვნელობას რეგიონულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პროცესებში. მისი თქმით, რუმინეთს, როგორც საზღვაო მიმართულებით ევროკავშირის მომიჯნავე ქვეყანას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან  ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის კუთხით.

 

საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის შავ ზღვაზე საზღვაო-საბორნე მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე შავი ზღვის ბოჭკოვანი კაბელის პროექტს და სხვ.

 

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას პრიორიტეტული მიმართულებების გაღრმავების მიზნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner