logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში, სადაც 120 ქვეყანაა წარმოდგენილი, სამივე დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია
- +

27 ოქტომბერი. 2023. 19:38

 

"ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სამივე დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ დიდ ასამბლეაში, სადაც 120 ქვეყანაა და 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება, ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი, "- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობა შეაფასა.

 



შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საპარლამენტო დელეგაციას სამი ამოცანა ჰქონდა და სამივე ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.

 



პირველი - ეს იყო ასამბლეაში მონაწილეობა, ასევე მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა, იმისთვის, რომ ის ადამიანი იყოს არჩეული, ვინც მომავალი სამი წლის განმავლობაში ასამბლეას გაუძღვება და ექნება ის პოზიციები, რითაც საერთაშორისო სამართლის აღიარებულ პრინციპებს უჭერს მხარს. მეორე ამოცანა იყო - ორმხრივი ურთიერთობების დამყარება ისეთ პარლამენტებთან, რომელთანაც გეოგრაფიულად ადვილი არ არის წვდომა. ჩვენ ამ მხრივ, მრავალი პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდით და ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე შევთანხმდით. ასევე შევხვდით საპარლამენტო მეგობრების ჯგუფებს და კომუნიკაცია გვექნება, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს ხელშეწყობილი. ჩვენი კოლეგები დავარწმუნეთ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების შენარჩუნება. მესამე ამოცანა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები იყო. ასამბლეაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები იღებდნენ და ამ საკითხზე მათთან მქონდა საუბარი. ყველას მხრიდან პოზიტიური გზავნილები ისმის. მათ ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებსა და ჩვენს მოლოდინზე, რომ შეფასება იქნება პოზიტიური. მათი მოლოდინიც ასეთია, რომ შეფასება და გადაწყვეტილება პოზიტიური უნდა იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სამივე დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია.

 


საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის ფარგლებში, 20-მდე შეხვედრა გამართა. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის ძირითადი მიზანი არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობა და საპარლამენტო ურთიერთობების განვითარება იყო.

 



საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სალომე ქურასბედიანისშემადგენლობით იმყოფებოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner