logo_geo
eng_logo
პრემიერი: სიტყვა მასწავლებელი გვეუბნება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია ეს სტატუსი, თუ რაოდენ საპასუხისმგებლო და საპატიოა - მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დაგიდასტუროთ
- +

27 ოქტომბერი. 2023. 21:02

"სიტყვა მასწავლებელი გვეუბნება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია ეს სტატუსი, თუ რაოდენ საპასუხისმგებლო და საპატიოა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

 

 

მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დაგიდასტუროთ. თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები. ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენ, დამსახურებულ და გმირ პედაგოგებს გაკისრიათ. ყველაზე დიდი გავლენა ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის, მოსწავლის განვითარებაზე, ცნობიერებაზე ოჯახის ინსტიტუტთან ერთად, ხართ თქვენ - სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner