logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილმა სტუდენტებთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საჯარო ლექცია გამართა
- +

27 ოქტომბერი. 2023. 21:03

"საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო ლექცია გამართა," - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 



მათივე ცნობით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, ასევე მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.

 



ლექციაზე ინტერაქციულ რეჟიმში განიხილეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროში, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯები, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობა და საქართველოს პარლამენტის როლი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

 



ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 



შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის „მომავალი ექიმები საქართველოსთვის“ ინიციატივით გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner