logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე ჩვენს დელეგაციას სამი ამოცანა ჰქონდა და სამივე ამოცანას თავი წარმატებით გავართვით
- +

27 ოქტომბერი. 2023. 21:06

"ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სამივე დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ დიდ ასამბლეაში, სადაც 120 ქვეყანაა და 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება, ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი," – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობა შეაფასა.

 

 

პირველი იყო ასამბლეაში მონაწილეობა და მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ ის ადამიანი იყოს არჩეული, ვინც მომავალი სამი წლის განმავლობაში ასამბლეას გაუძღვება და მას ის პოზიციები ექნება, რაც საერთაშორისო სამართლის აღიარებულ პრინციპებს მხარს უჭერს.

 

 

მეორე ამოცანა იყო - ორმხრივი ურთიერთობების დამყარება ისეთ პარლამენტებთან, სადაც გეოგრაფიულად ადვილი არ არის წვდომა. ჩვენ ამ მხრივ ბევრი პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდით და მათთან შევთანხმდით, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გვექნება. ასევე მეგობრების ჯგუფებს შევხვდით. კომუნიკაცია გვექნება, რომლის მიზანია ის, რომ ხელშეწყობილი იყოს არაღიარების პოლიტიკა. ჩვენი კოლეგები დავარწმუნეთ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების შენარჩუნება.

 

 

მესამე იყო - ევროპასთან ინგეგრაციის საკითხები. ასამბლეაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები იღებდნენ და ამ საკითხზე მათთან მქონდა საუბარი. ყველას მხრიდან პოზიტიური გზავნილები ისმის. მათ ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებსა და ჩვენს მოლოდინზე, რომ პოზიტიური იქნება შეფასება. მათაც გამიზიარეს, რომ მათი მოლოდინიც ისეთია, რომ პოზიტიური შეფასება და პოზიტიური გადაწყვეტილება უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ საპარლამენტო დელეგაციამ სამივე დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ დიდ ასამბლეაში, სადაც 120 ქვეყანა არის წარმოდგენილი, 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება, ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner