logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: ძვირფასო მასწავლებლებო, ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთ მყარ საფუძველს თქვენ ქმნით, მასწავლებელი და მოსწავლე ორი განუყოფელი ნაწილია, რომელიც ერთმანეთს ავსებს და ეს ერთობა ქმნის სკოლას, საზოგადოებას და სახელმწიფოს
- +

27 ოქტომბერი. 2023. 22:01

"ძვირფასო მასწავლებლებო, ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთ მყარ საფუძველს თქვენ ქმნით, მასწავლებელი და მოსწავლე ორი განუყოფელი ნაწილია, რომელიც ერთმანეთს ავსებს და ეს ერთობა ქმნის სკოლას, საზოგადოებას და სახელმწიფოს," - ასე მიმართა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვამა პედაგოგებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

იცოდეთ, რომ ის თქვენი დიდი მხარდამჭერია და სწორედ მისი ხელშეწყობით, უახლოეს მომავალში, როგორც თავად დააანონსა, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ თქვენი შრომის ღირსეულად დაფასებისთვის. პრემიერ-მინისტრი პირადად იყო და არის ჩართული ყველა პროცესში და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით და ერთად ვზეიმობთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. ყოველთვის ხაზს ვუსვამ მასწავლებლის პროფესიის უდიდეს როლს საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში.

 

 

ახლაც მინდა, თითოეულ პედაგოგს დაგიდასტუროთ ღრმა პატივისცემა და მხარდაჭერა. თქვენ განსაკუთრებული პროფესიის წარმომადგენლები ხართ და შეგიძლიათ, ბევრი ადამიანის ცხოვრებაზე გავლენა იქონიოთ. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული, როგორი თაობა ეყოლება ჩვენს ქვეყანას. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მასწავლებლის პროფესიას, ჩვენს გმირ პედაგოგებს განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ამ მიზნით მივიღეთ მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესების გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად გამოვავლენთ და დავაჯილდოვებთ ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებს“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner