„ცაჰალის“ სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ღამით ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციებს გააფართოებენ.
მან ქალაქ ღაზის მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდა.
„ბოლო საათებში ღაზაზე იერიშების რაოდენობა გავზარდეთ. საჰაერო ძალები უტევენ მიწისქვეშა სამიზნეებს და ტერორისტების ინფრასტრუქტურას. მზად ვართ, თავი დავიცვათ ყველა ასპარეზზე. ვმოქმედებთ, რათა დავიცვათ ისრაელის სახელმწიფოს ინტერესები“, - აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.