logo_geo
eng_logo
„Check in Georgia“-ს ფარგლებში ზუგდიდში მორიგი კონცერტი გაიმართება
- +

9 სექტემბერი. 2016. 21:40



საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება.


პროექტის ფარგლებში, 10 სექტემბერს, 21:00 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე (გუბერნიის წინ), ზუგდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართება კიდევ ერთი კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლი სუხიშვილები, ჯგუფი „ფორტე", სოფო და ბორის ბედიები, თემო საჯაია და ელენე ფოჩხუა.


აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებასა და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.


პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5" და ხოსე კარერასი.


 „Check in Georgia"-ს განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner