გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზა ადამიანური ტანჯვის უპრეცედენტო ზვავის წინაშე დგას, საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო.
"ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის, ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარაგების მიწოდების შესახებ", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
"უბედურება ყოველ წუთს იზრდება. ფუნდამენტური ცვლილების გარეშე, ღაზის მოსახლეობა ადამიანური ტანჯვის უპრეცედენტო ზვავის წინაშე აღმოჩნდება", - დასძინა ანტონიო გუტერეშმა.