პალესტინური წყაროების ცნობით, ისრაელის ტანკები ღაზაში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
პალესტინური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ოფიციალურად დადასტურებული არ არის, "ცაჰალის" სახმელეთო ძალები, ტანკების ჩათვლით ღაზის სექტორის შიგნით მოქმედებენ.
მანამდე „ცაჰალის“ სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღამით ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციებს გააფართოებენ.
მან ქალაქ ღაზის მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდა.