აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ჰუმანიტარულ პაუზას ისრაელ-„ჰამასის“ ომში.
„მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარულ პაუზას, რათა ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობასთან ჰუმანიტარული დახმარება და საწვავი შევიდეს, ასევე აღდგეს ელექტრომომარაგება. თუ „ჰამასის“ მიერ გატაცებული 200-ზე მეტი მძევლის ღაზის სექტორიდან გასათავისუფლებლად ლოკალიზებული დროებითი პაუზაა საჭირო, აშშ ამის მომხრეა“, - განაცხადა კირბიმ.