logo_geo
eng_logo
მედია: ღაზის სექტორში ინტერნეტისა და სატელეფონო სერვისების მუშაობა შეწყდა
- +

27 ოქტომბერი. 2023. 23:54

გაძლიერებული დაბომბვის ფონზე ღაზის სექტორში ინტერნეტისა და სატელეფონო სერვისების მუშაობა შეწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

 

 

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში შიშობენ, რომ სატელეფონო სერვისებზე წვდომის შეფერების გამო ხალხი ვერ შეძლებს სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირებას.

 

 

მანამდე „ცაჰალის“ სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღამით ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციებს გააფართოებენ.

 

 

მან ქალაქ ღაზის მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner